პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმომადგენლებთან ერთად „საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს” ეწვია, სადაც საქართველოში აშშ – ის საელჩოს მხარდაჭერით, ახალშობილების მშობლებს საბავშვო სავარძლები გადასცა და სამგზავრო სავარძლების საჭიროებაზე ინფორმაცია მიაწოდა.