21ნოემბერს, კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმის პროცესის მონიტორინგს ეხებოდა. პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ შედგა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე ტესტირების პროცესის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები. ასევე, ჰაერის ხარისხის შედარებითი ანალიზი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად იმოქმედა ტრანსპორტის ტექნიკურმა ინსპექტირებამ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე. კონფერენცია გაიხსნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის “გამართე ან გამორთე” ფარგლებში მომზადებული სოციალური რგოლის ჩვენებით. კამპანიის მიზანი არის მძღოლების ინფორმირება ტექნიკური ინსპექტირების საჭიროებასთან დაკავშირებით.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავა, USAID-ის წარმომადგენელმა ადამ სმიტი, ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდრე დარრასი, არასამთავრობო, კერძო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) ძალაში შევიდა კომერციული და საჯარო იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, 1 ოქტომბრიდან – მაღალ ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან რეფორმა შეეხება ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებას.