31 ივლისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე ‘საბავშვო სამგზავრო სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად: სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობები და გამოწვევები.’’ ღონისძიების მიზანი იყო საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობების განხილვა, ევროკავშირის სტანდარტების, არსებული კვლევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკაზე, ევროკავშირის სტანდარტებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს ‘’საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის’’ თავმჯდომარემ ეკატერინე ლალიაშვილმა. საბავშვო სამგზავრო სავარძლების შესახებ სოციალური კვლევის შედეგები წარმოადგინა ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იზორიამ. ს

აბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების სამართლებრივი რეგულირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წარმომადგენელმა იოსებ ლაფანაშვილმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა.