25 ნოემბერს,  “ლოლიტა”-ში გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში და ორგანიზაციამ – “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენცია გახსნა.

ღონისძიების მიზანი იყო საგზაო კანონპროექტის და მასში შემავალი საკითხების (ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირება. ა.შ) შესახებ ჩატარებული კვლევის/საზოგადოების დამოკიდებულების გაცნობა ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთათვის.

“ალიანსისა” და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში – ჩატარდა კვლევა, რომელმაც შეისწავლა მოსახლეობის დამოკიდებულება (მძღოლების და ქვეითების) საგზაო მოძრაობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში – ბატონი ნილს სკოტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – ბატონი დავით ხუციშვილი, ქალაქ თბილისის მერი – ბატონი დავით ნარმანია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი – ბატონი ამირან გამყრელიძე, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.