გადაადგილება გამონაბოლქვის გარეშე! ნაკლები დაბინძურება და ნაკლები გავლენა კლიმატზე მხოლოდ მცირედია იმ მრავალი სარგებლიდან, რაც გამონაბოლქვის გარეშე გადაადგილებას მოაქვს.
👉სწორედ ამ მიზნით, თბილისში, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ინიციატივით ველომსვლელობა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წევრებმა, 🇪🇺ევროკავშირისა და გაეროს თანამშრომლებმა და ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ცვლილებებს!