ქუთაისში, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით „ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე“ აღინიშნა. აქციაში ახალგაზრდები ჩაერთვნენ, რომლებიც ზებრა გადასასვლელზე მძღოლებს სიმბოლურ საჩუქრებს ურიგებდნენ.

ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე – საგზაო უსაფრთოების დაცვისათვის ქუთაისში აქცია გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) “ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე” (EDWARD) კამპანიაში პარტნიორ ორგანიზაციასთან – „საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ერთად ჩაერთო.

კამპანიის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების დაცვისათვის აქცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) PITA – ახალგაზრდული ცენტრისა და პროექტის “მომავლის თაობა” სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა ქვეითთა გადასასვლელებთან გამართეს. ახალგაზრდებმა სიმბოლური სერტიფიკატები და წამახალისებელი საჩუქრები იმ მძღოლებსა და ქვეითებს გადასცეს, რომლებმაც საგზაო მოძრაობის წესები დაიცვეს.

აქციაში მონაწილეობა, ახალგაზრდებთან ერთად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბაქარ ბაბუხადიამ მიიღეს.

“ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე” (EDWARD) კამპანიის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებით, საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რიცხვის შემცირება. კამპანია 2016 წლიდან იღებს სათავეს და მასში ყოველწლიურად ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს.