განათლების მულტიმედია ცენტრში, კონფერენცია – ”თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევები” გაიმართა.

პროექტი გახსნეს – თბილისის, მერმა დავით ნარმანიამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა დეივიდ სტოუნჰილმა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტურტის ”სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის” ხელმძღვანელმა თამარ ქაროსანიძემ.

განიხილეს თბილისში გადატვირთული საგზაო მოძრაობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზების საკითხები, აგრეთვე ქალაქში საგზაო უსაფრთხოების, ქაოტური მშენებლობებისა და მწვანე საფარის შემცირების კუთხით არსებული მდგომარეობა. კონფერენციას ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი მაია ქობალია.