რაგბის ეროვნული ნაკრების ინიციატივით, ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და ფონდმა “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივართათვის საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო კამპანია გამართა.

ღონისძიება 31 მაისს 12:30 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონზე გაიმართა. სტადიონის ფან-ზონაში საგზაო უსაფრთხოების მოედანი გაიშალა, სადაც ახალგაზრდა მორაგბე მოხალისეებმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს იმ ახალი რეგულაციების შესახებ, რომლებიც 1-ელი ივლისიდან შედის ძალაში.

დარიგდა შუქამრეკლები და მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ გამოეცადათ ალკო – სათვალე, რომელიც იმ შეგრძნებების სტიმულირებას ახდენს, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ნასვამ მძღოლს (დღის და ღამის განმავლობაში).