28 მაისს ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტმა (East-West Management Institute, ACCESS) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით (USAID) კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ეხებოდა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმის პროცესის მონიტორინგს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე ტესტირების პროცესის მონიტორინგის მეორე ეტაპის ძირითადი მიგნებების შეჯამება, რაც მოიცავს 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდში საკანონმდებლო ბაზის, სტატისტიკური მონაცემების, აღსრულების მექანიზმების და სხვადასხვა რელევანტური ინფორმაციის შესახებ სამაგიდე კვლევას, ისევე როგორც ინსპექტირების პროცესზე დაკვირვებას, პტი ცენტრის მომხმარებლების გამოკითხვას, სიღრმისეული ინტერვიუებსა და ფოკუს ჯგუფებს.