“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”და “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება” მძღოლებისა და ქვეითებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი აქცია  გამართეს.

ერთი საათის განმავლობაში თბილისში, პეკინისა და პავლოვის ქუჩების კვეთაზე მოხალისეები საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ორცხობილებს წარწერებით ”გზა დაუთმე ქვეითს”, “შეანელე”, “გზა დაუთმე სასწრაფოს” და სტიკერებს ურიგებდნენ აქცია ხორციელდება ტრასეკა II საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.