10 მაისს გაეროს მეხუთე გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში . ქუთაისის მერიაში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა(EDEC), “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისთვისდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით კონფერენცია გამართა.

კონფერენცია გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მთავარი გზავნილიაგადაარჩინე სიცოცხლე – #ხმააიმაღლე #speakup“, მთავარი თემა კილიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”.

გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100 – ზე მეტ ქვეყანაში იმართება.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ . ქუთაისის მერმი გიორგი ჭიღვარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი ბექა ლილუაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსი ბაქარ ბაბუხადია.

კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერებმა ქუთაისიდან საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები გაიარეს და ქალაქ ქუთაისის საგზაო ინფრასტრუქტურა შეისწავლეს. მიღებული ცოდნა კი საბავშვო ბაღებში და სკოლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე ბაღის აღსაზრდელებს და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარეს. კონფერენციაზე კი წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს იმერეთის რეგიონში არსებულ საგზაო უსაფრთხოების გამოწვევებზე.

ღონისძებას დაესწრნენ როგორც სამოქალაქო, ასევე საჯარო უწყებების წარმომადგენლები.