სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები

საქართველოში 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, „აქტიური“ სტატუსით 1 381 795 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. წინა წელს, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში აქტიური სტატუსით 1 375 794 იყო რეგისტრირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/-2,5%-ია.  

0 comments

ეკა ლალიაშვილი – საგზაო უსაფრთხოების კუთხით მდგრადი პროგრესი თუ გვინდა, მიზანმიმართული მოქმედებები გვჭირდება

საგზაო უსაფრთხოების კუთხით მდგრადი პროგრესი თუ გვინდა, მიზანმიმართული მოქმედებები გვჭირდება, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ავარიების რიცხვი 2015 წლიდან მოყოლებული შემცირდა. მაგალითად, 2016 წელს 602 დაღუპული გვყავდა, შარშან კი 481 პირი დაიღუპა. პროგრესი როგორ არ არის, მაგრამ თუ ჩვენ …

0 comments

„2019 წელს სტატისტიკა გაუარესებულია“ – ეკა ლალიაშვილი ავარიების შესახებ საუბრობს

2019 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს გზებზე 22 ადამიანით მეტია დაღუპული, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლალიაშვილის თქმით, 2019 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია. საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 …

0 comments

ყველა სიახლე …

ქვეითები და მგზავრები 

ქვეითები და მგზავრები საგზაო მოძრაობის წესებს ერთნაირად უნდა იცავდნენ.
მძღოლმა უნდა დაუთმოს გზა ზებრაზე მოსიარულე ქვეითს, ხოლო ქვეითი აუცილებლად უნდა გადავიდეს ზებრაზე, ისარგებლოს ხიდით, ან მიწისვეშა გადასასვლელით, რაღა მძღოლს არ შეუქმნას ავარიული ვითარება.

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის  მიზნად ისახავს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასდა საგზაო შემთხვევების შედეგად ტრავმებისა და დაშავებულობის შემცირებას საქართველოში.

2010 წლიდან

ჩვენ ვმუშაობთ საგზაო უსაფრთხოებისთვის

კონტაქტი

ა.წერეთლის გამზირი#118, 10 პავილიონი, თბილისი, საქართველო, 0119
ტელ: 0322 88 00 45
ელ. ფოსტა : office@saferoads.ge

ჩვენს შესახებ

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის არის არასამთავრობო ორგანიზაცია

სიახლეების გამოწერა

თუ გსურთ პირველებმა გაიგოთ ჩვენი აქტივობებისა და პროექტების შესახებ გამოიწერეთ სიახლეები