Category Archives: პროექტები

გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული – კონფერენცია

18 მაისს 12:00 საათზე, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და გაეროს მუდმივი  წარმომადგენლობა საქართველოში, „თეგეტა ჰოლდინგისა“ „ვოლვო ქარ კავკასიის“ მხარდაჭერით გაეროს მაღალი დონის შეხვედრამდე, (რომელიც 30 ივნისს-1 ივლისს, ნიუ იორკში გაიმართება) საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში კონფერენციას გამართავს. კვირეულის სლოგანია #CommittoACT ერთად შევქმნათ #ქუჩებისიცოცხლისთვის #love30 კონფერენციაზე ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ …

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე 2021

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით და მიმდინარე წელს ამ დღის მთავარი გზავნილია #GenerationRestoration #თაობააღდგენისთვის. 5 ივნისს, 14:00 საათზე, მზიურის პარკში, (კაფე მზიური) ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ჰაერის ხარისხი და ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების …

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქცია დაბა ბაკურიანში

9 იანვარს, დაბა ბაკურიანში ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელი „გრინვეი“, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქცია გამართეს. აქცია კამპანია “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში განხორციელდა. ღონისძიების მიზანი იყო, როგორც ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლის დანერგვის საჭიროების ხაზგასმა, ასევე მძღოლების ცნობიერების ამაღლება სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობაზე. „2019 წლის 30 …

საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების აუცილებლობა

საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროების ჩვენების მიზნით, პარლამენტის წინ ღონისძიება გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას საბავშვო სავარძლის გამოყენების წესები გააცნეს და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის თქმით, კანონპროექტი საშუალებას იძლევა ბავშვები ავტოსაგზაო შემთხვევების დროს უფრო მეტად დაცულები იყვნენ. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება. კანონპროექტი პარლამენტს ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ …

“გლობალური მიზნების თაობა” – გაეროს დღე ქუთაისში

ქუთაისში გაეროს კვირეულის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ორგანიზაციების – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისა“ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, გაეროს მხარდაჭერით იყო ორგანიზებული. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ, ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად, ხეების …

ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე – საგზაო უსაფრთოების დაცვისათვის ქუთაისში აქცია გაიმართა

ქუთაისში, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით „ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე“ აღინიშნა. აქციაში ახალგაზრდები ჩაერთვნენ, რომლებიც ზებრა გადასასვლელზე მძღოლებს სიმბოლურ საჩუქრებს ურიგებდნენ. ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე – საგზაო უსაფრთოების დაცვისათვის ქუთაისში აქცია გაიმართა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) “ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე” (EDWARD) კამპანიაში პარტნიორ ორგანიზაციასთან – „საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ერთად …

22 სექტემბერი – დღე ავტომობილის გარეშე 2019

22 სექტემბერს საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობას გამართა, რომელიც გაიმართა ევროპის მობილობის კვირეულისა და „სუფთა ჰაერისთვის’’ კამპანიის ფარგლებში. “მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თბილისი მე-4 წელია უერთდება მსოფლიო …

„გამართე ან გამორთე“ – ჰაერის ხარისხის კვლევის შედეგები

„გამართე ან გამორთე“ – ამ სახელწოდების სოციალური კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თბილისში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლის შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი) 2019 წელს თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესებულია. მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ატმოსფერულ ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ისეთი დამაბინძურებლებია დაფიქსირებული, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, …

სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შეფასება

28 მაისს ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტმა (East-West Management Institute, ACCESS) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით (USAID) კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ეხებოდა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმის პროცესის მონიტორინგს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე ტესტირების პროცესის მონიტორინგის მეორე …

გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი

11 მაისს, გაეროს მეხუთე საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირულის ფარგლებში ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ავტომობილების ტექ–ინსპექტირების ორგანოების ასოციაციასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით, გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელა. თამარაშვილის ქუჩაძე, გალფის ბენზინ–გასამართ სადგურთან, საპატრულო პოლიციის დახმარებით, გამონაბოლქვის მზომი ხელსაწყოს მეშვეობით იმ ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმა შემოწმდა, რომელთაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება

#ხმააიმაღლე – კონფერენცია ქ. ქუთაისში

10 მაისს გაეროს მეხუთე გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში ქ. ქუთაისის მერიაში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა(EDEC), “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისთვის” და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით კონფერენცია გამართა. კონფერენცია გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მთავარი გზავნილია „გადაარჩინე სიცოცხლე – #ხმააიმაღლე #speakup“, მთავარი თემა კი “ლიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”. გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული …