”მშობლები ზრუნავენ ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებაზე” მამა პეტრე

6 თებერვალს, ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მამა პეტრესთან ერთად საგანმანათლებლო კამპანიის ”მშობლები ზრუნავენ ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებაზე” ფარგლებში, სკოლაში “ფესვები” საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სასკოლო შეხვედრა გამართა.

 კამპანიის მიზანია საზოგადოებისთვის ცნობილმა მშობლებმა თავიანთი შვილების სკოლაში/ბაღში ცნობიერების ამაღლების მიზნით საგზაო უსაფრთხოების ერთი გაკვეთილი ჩაუტარონ თავიანთი შვილების მეგობრებს და საგზაო წესების დაცვის მაგალითი მისცენ სხვა მშობლებს.

 ქუჩის მსგავსად მოწყობილ დარბაზში, ინტერაქტიულ შეხვედრაზე ქვეითის მოვალეობებთან ერთად სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სავარძლის დემონსტრირება მოხდა და მოზარდებს ინფორმაცია მიეწოდათ მგზავრობის დროს სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით.

 შეხვედრა ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით. 

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში თბილისის საბავშვო ბაღებთან, დაკვირვების მეთოდით “ალიანსის” მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ 605 მძღოლიდან, მხოლოდ 6% იყენებს 6 წლამდე ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძელს, 23% კი წინა სავარძელზე სვამს მოზარდს.

საერთაშორისო გამოცდილებით სამგზავრო სავარძელი 40-60%-ით იცავს ბავშვს შეჯახების დროს დაზიანებისგან და ფატალური შემთხვევისგან. ევროპული კანონმდებლობით 150 სმ-მდე სიმაღლის მოზარდისთვის სამგზავრო სავარძლის გამოყენება სავალდებულოა, საქართველოს კანონმდებლობა კი სავარძლის გამოყენებას არ ავალდებულებს მშობლებს.

Donnors