ჩვენ შესახებ

 




ეკატერინე ლალიაშვილი

2011 წლის იანვრიდან არის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე.

2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მართავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიას "Don't Worry, Be Healthy!".

2007-2010 წლებში მუშაობდა ორგანიზაციაში "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და ხელმძღვანელობდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს.

მართავდა უსაფრთხო ღვედების საგანმანათლებლო კამპანიას რომელიც ასევე მოიცავდა საკანონმდებლო ცვლილებებს ქალაქში ღვედების გამოყენებასთან დაკავშირებით,რის შედეგადაც ქალაქში ღვედების მოხმარების პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა 2%-დან 95%-მდე

2013 წელს ეკატერინე დაჯილდოვდა "ღირსების ორდენით".



ეკა გვალია

 2007 წლიდან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი.

 2004-2007 წლებში მუშაობდა საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორისა და პროგრამული განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციებზე საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთში“. ომით დაზარალებულ მოსახლეობასთან მუშაობის 10 წლიანმა გამოცდილებამ ცენტრ „აფხაზეთში“, მას შესძინა საფუძვლიანი ცოდნა თუ როგორ უნდა გაეწიოს ეფექტური დახმარება იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ პირებს სამართლებრივი, ფინანსური, მატერიალური, განსახლებისა და საარსებო წყაროების მიმართულებებით.

ეკა გვალიას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი და ფლობს ბაკალავრის ხარისხს უცხო ენებში (ინგლისური ენა და ლიტერატურა). 2013 წელს ეკამ წარმატებით დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი და ფლობს მაგისტრის ხარისხს ჰუმანიტარული დახმარების სფეროში. მას მიღებული აქვს სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი საერთაშორისო სტიპენდიები საერთაშორისო სოციალური მომსახურების შვეიცარიის ფონდის, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობისა სააგენტოსა და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოსგან. ეკა გვალია ფლობს 4 უცხო ენას: ქართული, რუსული, ინგლისური, იტალიური.

 

 ჯუბა მარუაშვილი

საქართველოს პარლამენტში ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის წევრი. ჯუბა მარუაშვილი გასულ წლებში სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა რამოდენიმე მიმართულებით.მისი ინტერესის ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენდა კონფლიქტის მოგვარების ეკონომიკური ასპექტების კვლევა და ამ მიზნით საქართველოს პარლამენტში ფასილიტაციას უწევდა არასამთავრობო სექტორსა და პარლამენტს შორის დიალოგს . ასევე მართავდა სხვადასხვა ტიპის საკანონმდებლო განხილვებსა და დისკუსიებს.

ჯუბა მარუაშვილი გახლავთ კომპანია ”გლობალ ინვესტ ჯორჯიას დამფუძვნებელი” და აქტიურად არსი ჩართული სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებში. ის ფასილიტაციას უწევს სამთავრობო სტრუქტურებსა და სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფებს შორის კომუნიკაციას.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯუბა მარუაშვილი მუშაობდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოში ”სიდა” და მართავდა დევნილთა პრობლემების დაძლევის კუთხით მიმდინარე პროექტებს, ასევე მისი აქტიური მონაწილეობით ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც ქვეყნის მასშტაბით ორმოცზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. მიმდინარე ეტაპზე ჯუბა მარუაშვილი აქტიურად თანამშმრომლობს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან "CARE INTERNATIONAL IN THE CAUCASUS" და ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამთავრობო სტრუქტურებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტურ კომუნიკაციას.
ის ფლობს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს. ასევე, გახლავთ ევროპის საბჭოს, თბილისის პოლიტიკურის სკოლის კურსდამთავრებული.
მას დამთავრებული აქვს კლასიკური გიტარის ხუთწლიანი სასწვალებელი და პერიოდულად უკრავს სხვადასხვა მუსიკალურ ბენდში.
დაჯილდოებულია ღირსების მედლით.



 მაია ქობალია

2011 წლიდან "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი.

მუშაობდა უფროს სპეციალისტად ქალაქ თბილისის მერიის ეკოპოლიტიკის საქალაქო სამსახურის საერთაშორისო პროგრამების მართვისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეპარტამენტში.

ასევე ხელმძღვანელობდა მცირე გრანტების პროგრამას რამდენიმე ქართულ და პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
2004 წლიდან მუშაობს პოლონური ენის თავისუფალ თარჯიმნად მაღალი რანგის პოლონურ-ქართული სამთავრობო და არასამთავრობო დელეგაციებისთვის.
მაიას დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - წარჩინებით.

ფლობს მაგისტრის ხარისხს ბალტიისპირების ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობებში ტარტუსა (ტარტუ, ესტონეთი) და ჰუმბოლტის (ბერლინი, გერმანია) უნივერსიტეტებიდან.
მაია ასევე ესწრებოდა სხვადასხვა აკადემიურ კურსებს ჰუმბოლტის (გერმანია), ლოძის (პოლონეთი), პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობისა და კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტებში.

როდესაც საგზაო უსაფრთხოების სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტებითა და/ან პოლონეთთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებით არ არის დაკავებული, მაია უკრავს გიტარასა და პიანინოზე, სეირნობს და ცხენზე ჯირითობს.
მაიას ძალიან უყვარს კითხვა, ფილმების ყურება, TED-ის გამოსვლები და მუსიკა.

ფლობს 5 ენას (ქართული - მშობლიური, ინგლისური, პოლონური, რუსული - სრულყოფილად, ესტონური - საბაზისო დონეზე).
მაია იყო Vital Voice-ის პოლონური ფილიალის "ევრაზიელ ლიდერ ქალთა საერთაშორისო მენტორინგის პროგრამის" პირველი გამოშვების მონაწილე.

დონორები