სიახლეები
ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღე ევროპულ სკოლაში
მაისი 7, 2014

2014 წლ ის 5 მაისს, 13:00 სთ-ზე ევროპის საგზაო უსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით “საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის” ევროპულ სკოლაში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძება გამართა. ღონისძიებაზე მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები მოწვეულ სტუმრებს ქუჩაში უსაფრთხოდ მოძრაობის წესებს უჩვენებდნენ. დარბაზი მოეწყო ქუჩის მსგავსად, სადაც განთავსებული იყო საგზაო ნიშნები, შუქნიშანი და ზებრა გადასასვლელი.

ღონისძიებას დაესწრო ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში ბატონი ბორის იაროშევიჩი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მედიისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დონორები