”მშობლები ზრუნავენ ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებაზე” - 'მომავლის სკოლა'_ში

26 იანვარს ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარლამენტის უმრავლესობის ლიდერთან - არჩილ თალაკვაძესთან ერთად საგანმანათლებლო კამპანიის ”მშობლები ზრუნავენ ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებაზე” ფარგლებში, “მომავლის სკოლაში” საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სასკოლო შეხვედრას გამართა

კამპანიის მიზანია საზოგადოებისთვის ცნობილმა მშობლებმა თავიანთი შვილების სკოლაში/ბაღში ცნობიერების ამაღლების მიზნით საგზაო უსაფრთხოების ერთი გაკვეთილი ჩაუტარონ თავიანთი შვილების მეგობრებს და საგზაო წესების დაცვის მაგალითი მისცენ სხვა მშობლებს.

ქუჩის მსგავსად მოწყობილ დარბაზში, ინტერაქტიულ შეხვედრაზე ქვეითის მოვალეობებთან ერთად სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სავარძლის დემონსტრირება მოხდა და მოზარდებს ინფორმაცია მიეწოდათ მგზავრობის დროს სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს კი ბავშვებთან და მონაწილეებთან ერთად საგზაო ნიშნებით გაფორმებული ტორტი გაიჭრა.

შეხვედრა ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით.

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში თბილისის საბავშვო ბაღებთან, დაკვირვების მეთოდით “ალიანსის” მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ 605 მძღოლიდან, მხოლოდ 6% იყენებს 6 წლამდე ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძელს, 23% კი წინა სავარძელზე სვამს მოზარდს.

საერთაშორისო გამოცდილებით სამგზავრო სავარძელი 40-60%-ით იცავს ბავშვს შეჯახების დროს დაზიანებისგან და ფატალური შემთხვევისგან. ევროპული კანონმდებლობით 150 სმ-მდე სიმაღლის მოზარდისთვის სამგზავრო სავარძლის გამოყენება სავალდებულოა, საქართველოს კანონმდებლობა კი სავარძლის გამოყენებას არ ავალდებულებს მშობლებს. სტატისტიკა: ბოლო 3 წლის (2015-15-16წ) განმავლობაში 7 წლამდე 31 მოზარდი დაიღუპა და 988 დაშავდა.

 

დონორები