საბავშვო სავარძელს მძღოლების მხოლოდ 6% იყენებს - კვლევა, რომელიც თბილისის საბავშვო ბაღებთან ჩატარდა

გადაადგილებისას საბავშვო სავარძელს ავტომობილში მძღოლების მხოლოდ 6% იყენებს, ერთი მეოთხედი (26%) კი 6 წლამდე ბავშვებს წინა სავარძელზე სვამს, რაც საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევაა და საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება - ასეთია 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებითვის" კვლევის შედეგები.

კვლევის მიხედვით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მძღოლს ავტომობილის მართვისას მცირეწლოვანი ბავშვი კალთაში ეჯდა, ასევე აღინიშნა საბავშვო სავარძლის არასწორად გამოყენების შემთხვევაც, როდესაც ის ავტომობილის წინა სავარძელზე იყო დამაგრებული, - "საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილების მხრივ, ძალიან მცირე განსხვავებები

შეინიშნება ბაღის ტიპის მიხედვით - კერძო ბაღების შემთხვევაში ავტომობილების 8%-ში ფიქსირდება საბავშვო სავარძელი, და 24%-ში ბავშვის წინა სავარძელზე ჯდომის ფაქტები, ხოლო საჯარო ბაღების შემთხვევაში, ავტომობილების მხოლოდ 5%-ს აქვს საბავშვო სავარძელი და მძღოლების 27%-ს გადაჰყავს წინა სავარძელზე მჯდომი ბავშვი", - განმარტებულია კვლევაში.

საინტერესოა, რომ ბავშვთა გადაწყვანის წესების დაცვის თვალსაზრისით გარკვეული განსხვავებები უბნების მიხედვითაც გამოვლინდა: აღწერის შედეგად დაფიქსირდა, რომ საბავშვო სავარძლებს ყველაზე ხშირად საბურთალოსა (12%) და სამგორის (11%) რაიონში იყენებენ. წინა სავარძლებზე ბავშვები კი ყველაზე მეტად დიდუბის, მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონების ტერიტორიაზე ფიქსირდება.

 

დონორები