საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 118-ე საჯარო სკოლაში.

“საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის” სსიპ ქალაქ თბილისის 118-ე საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება გამართა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებს და მათ მშობლებს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ინტერაქტიული შეხვედრა ჩაუტარდათ ქუჩის მსგავსად მოწყობილ სკოლის დარბაზში. ქვეითის მოვალეობებთან ერთად მოზარდებს ინფორმაცია მიეწოდათ ტრანსპორტში უსაფრთხოდ მგზავრობასთან დაკავშირებით. სამგზავრო სავარძლების გამოყენებით ორგანიზატორებმა გააცნეს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საბავშვო სავარძლების საჭიროების მნიშვნელობა.

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში თბილისის საბავშვო ბაღებთან, დაკვირვების მეთოდით “ალიანსის” მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ 605 მძღოლიდან, მხოლოდ 6% იყენებს 6 წლამდე ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძელს, 23% კი წინა სავარძელზე სვამს მოზარდს. საერთაშორისო გამოცდილებით სამგზავრო სავარძელი 40-60%-ით იცავს ბავშვს შეჯახების დროს დაზიანებისგან და ფატალური შემთხვევისგან.

ევროპული კანონმდებლობით 150 სმ-მდე სიმაღლის მოზარდისთვის სამგზავრო სავარძლის გამოყენება სავალდებულოა, საქართველოს კანონმდებლობა კი სავარძლის გამოყენებას არ ავალდებულებს მშობლებს.

სტატისტიკა: ბოლო 3 წლის (2015-15-16წ) განმავლობაში 7 წლამდე 31 მოზარდი დაიღუპა და 988 დაშავდა.

იხილეთ სრული ალბომი 









დონორები