„საჭესთან ფხიზლად!“

2011 წლის 11 მაისს საგზაო უსაფრთხოების კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don’t Worry, Be Healthy“-ს ფარგლებში გაიხსნა.

 პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის.“ კამპანიის დონორები არიან: კომპანია „ნატახტარი“ (გენერალური სპონსორი), სადაზღვევო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგი“, „ტოიოტა კავკასია“ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

 პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას.

 ღონისძიებაზე მოწვეული თითოეული სტუმარი ატარებდა სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებულ სამკერდე ნიშნებს, რითიც ისინი საგზაო უსაფრთხოების საკითხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ.

 11 მაისი გაეროს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის გლობალური კამპანიის ოფიციალური გახსნის თარიღიც იყო, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნა. საქართველო კი ამ გლობალურ წამოწყებას ეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სოცუალური კამპანიის „საჭესთან ფხიზლად!“ გახსნით შეუერთდა.

დონორები