" შუქამრეკლების პოპულარიზაცია სკოლებში ესტონურ მაგალითზე"

''საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთის'' ემსახურება ახალგაზრდების განათლებას საგზაო უსაფრთხოების სფეროში და ამ მიმართულებით  ინტენსიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან.

პროექტის - "ქვეითების უსაფრთხოება და შუქამრეკლების პოპულარიზაცია საქართველოში ესტონურ მაგალითზე" ფარგლებში ესტონელი პოლიციელების წარმომდგენლების მონაწილეობით თბილისის, რუსთავისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უსაფრთხოების გაკვეთილები ჩატარდა. მოზარდებს მიეწოდათ ინფორმაცია ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილების თაობაზე და ღამის საათებში შუქამრეკლების გამოყენების აუცილებლობაზე.

პროექტის დონორია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ესტონური ორგანიზაცია "ტრეფიკპროფ"-ი













 

დონორები