რჩევები

ქვეითმა უნდა გაითვალისწინოს:

 ფეხით სიარულისას ყოველთვის შეეცადე იარო ტროტუარზე.
 იყავი ფხიზელი ქვეითი,რადგან ნასვამ მდგომარეობაში ბარბაცით სიარული ზრდის მანქანის დაჯახების ალბათობას.

 ნუ დაელოდები,რომ ავტომობილი მოგიფრთხილდება,შეხედე მანქანის მძღოლს თვალებში - თუ ის ტელეფონზე საუბრობს,დიდია ალბათობა იმისა,რომ ვერ შეგამჩნიოს,ამიტომ ასეთ შემთხვევაში,უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის,ჯერ შეხედე მანქანის მძღოლს და მერე გადადი "ზებრა" გადასასვლელზე

 მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების ნიშნებს ნუ მივენდობით,აუცილებლად გავიხედ-გამოვიხედოთ ქვეითისათვის განკუთვნილი "ზებრა" გადასასვლელით სარგებლობისას.

 ტროტუარზე სიარულისას ან ავტოსადგომთან ჩავლისას ყურადღება მივაქციოთ მანქანის ძრავის ხმას და/ან ციმციმას.

  სადაც მიწისქვეშა გადასასვლელი,შუქნიშანი და/ან "ზებრა" გადასასვლელია,აუცილებლად ვისარგებლოთ.

  შუქნიშანთან გადასვლისას ყოველთვის გავიხედოთ მარცხნივ და მარჯვნივ.

  "ზებრა" გადასასვლელზე გადასვლისას ვიყოთ ძალიან ყურადღებით მანამ, სანამ ბოლომდე არ გადავალთ გზაზე,რადგან სხვადასხვა მძღოლს სწრაფი დამუხრუჭებისას მანქანის მართვის განსხვავებული უნარი შეიძლება ქონდეს.

  იმ შემთხვევაში თუ ღამით მოგიწია სიარული,შეეცადე ჩაიცვა ღია ფერის ტანსცმელიან ატარე შუქამრეკლი.

  შესახვევში შესვლისას,ყოველთვის გაიხედე ორივე მხარეს - მძღოლი შეიძლება სწრაფად მოდიოდეს მანქანით და არ დაელოდოს ქვეითს შესახვევში.

  გზაზე გადასვლისას გამოიყენე ყველა შენი შეგრძნება და იყავი ყურადღებით - მესიჯების წერას, მუსიკის მოსმენას და ტელეფონზე საუბარს ერიდე.

 

დონორები