Safe Roads

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი და საგზაო უსაფრთხოება

რაგბის ეროვნული ნაკრების ინიციატივით, ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და ფონდმა “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივართათვის საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო კამპანია გამართა. ღონისძიება 31 მაისს 12:30 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონზე გაიმართა. სტადიონის ფან-ზონაში საგზაო უსაფრთხოების მოედანი გაიშალა, სადაც ახალგაზრდა მორაგბე მოხალისეებმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს იმ ახალი რეგულაციების შესახებ, რომლებიც 1-ელი ივლისიდან …

საგზაო უსაფრთხოების სემინარი თანამედროვე განათლების აკადემიაში

16 დეკემბერს, ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სემინარით და ვიდეოებით თბილისის თანამედროვე განათლების სკოლას ეწვია. ღონისძიებას მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. დარბაზი მოეწყო ქუჩის მსგავსად, სადაც განთავსებული იყო საგზაო ნიშნები, მათ შორის, შუქნიშანი და ზებრა გადასასვლელი. ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით, პროექტის – ,,შეანელე, გზა დაუთმე”-ს ფარგლებში ხორციელდება. მას ქალაქ თბილისის მერიის, საპატრულო პოლიციისა …

ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენცია

25 ნოემბერს,  “ლოლიტა”-ში გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში და ორგანიზაციამ – “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენცია გახსნა. ღონისძიების მიზანი იყო საგზაო კანონპროექტის და მასში შემავალი საკითხების (ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირება. ა.შ) შესახებ ჩატარებული კვლევის/საზოგადოების დამოკიდებულების გაცნობა ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთათვის. “ალიანსისა” და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით …

საგზაო უსაფრთხოების სემინარი N64–ე საჯარო სკოლაში

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლები და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი N64 საჯარო სკოლა–ის მე-5 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ პროექტის – „შეანელე, გზა დაუთმე“-ს ფარგლებში. შეხვედრა ძალიან საინტერესო, მხირული,ინტერაქტიული და ინფორმაციული იყო და იგი საგზაო უსაფრთხოების თემატიკას მოიცავდა. თემამ და თემატურმა ვიდეოებმა ბავშვების ინტერესი გამოიწვია, რის გამოც პრეზენტაციას საინტერესო დისკუსიაც მოყვა. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა სკოლის მოსწავლეებს მაისურები და …

ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების ორცხობილებით

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”და “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება” მძღოლებისა და ქვეითებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი აქცია  გამართეს. ერთი საათის განმავლობაში თბილისში, პეკინისა და პავლოვის ქუჩების კვეთაზე მოხალისეები საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ორცხობილებს წარწერებით ”გზა დაუთმე ქვეითს”, “შეანელე”, “გზა დაუთმე სასწრაფოს” და სტიკერებს ურიგებდნენ აქცია ხორციელდება ტრასეკა II საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების …

კონფერენცია – ”თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევები”

განათლების მულტიმედია ცენტრში, კონფერენცია – ”თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევები” გაიმართა. პროექტი გახსნეს – თბილისის, მერმა დავით ნარმანიამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორმა დეივიდ სტოუნჰილმა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტურტის ”სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის” ხელმძღვანელმა თამარ ქაროსანიძემ. განიხილეს თბილისში გადატვირთული საგზაო მოძრაობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზების საკითხები, აგრეთვე ქალაქში საგზაო …