Safe Roads

საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები

საქართველოში 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, „აქტიური“ სტატუსით 1 381 795 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. წინა წელს, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში აქტიური სტატუსით 1 375 794 იყო რეგისტრირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/-2,5%-ია.  

ეკა ლალიაშვილი – საგზაო უსაფრთხოების კუთხით მდგრადი პროგრესი თუ გვინდა, მიზანმიმართული მოქმედებები გვჭირდება

საგზაო უსაფრთხოების კუთხით მდგრადი პროგრესი თუ გვინდა, მიზანმიმართული მოქმედებები გვჭირდება, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ავარიების რიცხვი 2015 წლიდან მოყოლებული შემცირდა. მაგალითად, 2016 წელს 602 დაღუპული გვყავდა, შარშან კი 481 პირი დაიღუპა. პროგრესი როგორ არ არის, მაგრამ თუ ჩვენ …

„2019 წელს სტატისტიკა გაუარესებულია“ – ეკა ლალიაშვილი ავარიების შესახებ საუბრობს

2019 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს გზებზე 22 ადამიანით მეტია დაღუპული, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლალიაშვილის თქმით, 2019 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ საგზაო უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია. საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 …

საქართველოში 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა. კერძოდ, 2015 …

ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქცია დაბა ბაკურიანში

9 იანვარს, დაბა ბაკურიანში ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელი „გრინვეი“, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქცია გამართეს. აქცია კამპანია “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში განხორციელდა. ღონისძიების მიზანი იყო, როგორც ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლის დანერგვის საჭიროების ხაზგასმა, ასევე მძღოლების ცნობიერების ამაღლება სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობაზე. „2019 წლის 30 …

საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების აუცილებლობა

საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროების ჩვენების მიზნით, პარლამენტის წინ ღონისძიება გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას საბავშვო სავარძლის გამოყენების წესები გააცნეს და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის თქმით, კანონპროექტი საშუალებას იძლევა ბავშვები ავტოსაგზაო შემთხვევების დროს უფრო მეტად დაცულები იყვნენ. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება. კანონპროექტი პარლამენტს ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ …

“გლობალური მიზნების თაობა” – გაეროს დღე ქუთაისში

ქუთაისში გაეროს კვირეულის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ორგანიზაციების – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისა“ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, გაეროს მხარდაჭერით იყო ორგანიზებული. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ, ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად, ხეების …

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრნობით დაშავებულთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა დაღუპულობა გაზრდილია

2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 314 ადამიანი და დაშავდა – 5 212. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრნობით, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოსა და დედაქალაქში საგზაო შემთხვევათა და დაშავებულთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა დაღუპულობა გაზრდილია. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე …

ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე – საგზაო უსაფრთოების დაცვისათვის ქუთაისში აქცია გაიმართა

ქუთაისში, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით „ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე“ აღინიშნა. აქციაში ახალგაზრდები ჩაერთვნენ, რომლებიც ზებრა გადასასვლელზე მძღოლებს სიმბოლურ საჩუქრებს ურიგებდნენ. ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე – საგზაო უსაფრთოების დაცვისათვის ქუთაისში აქცია გაიმართა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) “ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე” (EDWARD) კამპანიაში პარტნიორ ორგანიზაციასთან – „საქართველოს ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ერთად …

22 სექტემბერი – დღე ავტომობილის გარეშე 2019

22 სექტემბერს საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობას გამართა, რომელიც გაიმართა ევროპის მობილობის კვირეულისა და „სუფთა ჰაერისთვის’’ კამპანიის ფარგლებში. “მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თბილისი მე-4 წელია უერთდება მსოფლიო …

„გამართე ან გამორთე“ – ჰაერის ხარისხის კვლევის შედეგები

„გამართე ან გამორთე“ – ამ სახელწოდების სოციალური კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თბილისში ჰაერის ხარისხის მაჩვენებლის შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი) 2019 წელს თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესებულია. მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ატმოსფერულ ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ისეთი დამაბინძურებლებია დაფიქსირებული, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, …

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩატარების სავარაუდო თარიღი ცნობილია – ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

პირებს, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 1-ელი ივლისიდან ჩააბარებენ, შესაძლოა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარებაც მოუწიოთ. ამის შესახებ “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია. პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. კერძოდ, პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება) ჩატარდება, ხოლო …