Safe Roads

გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის გახსნა

2019 წლის 6 მაისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორობით გაიმართა გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება პრესკონფერენციას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, …

ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლისთვისაც სანქცია უფრო მკაცრი უნდა იყოს-ეკა ლალიაშვილი

“ეს არის ფორმა, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაშია მიღებული და მაღალი სიზუსტით გვეუბნება, არის თუ არა ნარკოტიკული თრობის ქვეშ მძღოლი, თუმცა, როცა ასეთ სერიოზულ სასჯელთან გვაქვს საქმე, ამის გადამოწმება მოხდება კლინიკურად “, – ამის შესახებ ” საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სპეციალურ ტესტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც, დღეიდან, მძღოლებს …

ეკა ლალიაშვილი – არანაკლებ მკაცრი უნდა იყოს სასჯელი იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც ნასვამობა უფიქსირდებათ

არანაკლებ მკაცრი უნდა იყოს სასჯელი იმ მძღოლებისთვის, რომლებთაც ნასვამობა უფიქსირდებათ, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კანონი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვის, მაგრამ კანონი …

თბილისში A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში, ქალაქში ტაქსების ორი კატეგორია იმოძრავებს – A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები. დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტაქსების რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. „B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც ტაქსის მანიშნებლების დაყენების. მათ აქვთ საშუალება Taxify და Uber-ის სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. …

თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-ში, მათ შორის სათამაშოებში, სუნელებში და კოსმეტიკაში, ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა

2019 წლის იანვარ-მარტში, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-ში და ქუჩის მტვერში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში. „ტყვიის წყაროების დადგენაზე მომუშავე მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ …

5 მითი „ტექ-ინსპექტირების“ შესახებ

ალბათ შენიშნავდით 2019 წლის დადგომასთან ერთად აფუსფუსებულ მძღოლებს: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ახლა უკვე ქვეყნის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ეხება. ქვეყანა, სადაც მანქანების 90% 10 წელზე მეტი ხნისაა, რომელთაგან უმეტესობას ამოცლილი აქვს ე.წ. „კატალიზატორი,“ შფოთის საკმაო საბაბი არსებობს. მხოლოდ თბილისში დარეგისტრირებულია 40 ათასამდე ტაქსის მძღოლი, რომლებიც დამოკიდებული არიან საკუთარ მანქანაზე როგორც ერთადერთ თუ არა, ოჯახის მთავარ შემოსავლის …

ეკა ლალიაშვილი – საგზაო უსაფრთხოების კუთხით, უნდა ვისაუბროთ, როგორ ჩავრთოთ თანამედროვე ტექნოლოგიები იქ, სადაც ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის

ასე აღიქმება, მაგრამ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების საკითხი მხოლოდ შსს-ს ფუნქცია არ არის, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი დაგეგმვაა. ჩვენ გვაქვს მიმდინარე წლის საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მაგრამ ამ გეგმის ფარგლებში თავმოყრილია ის ღონისძიებები …

,,საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით”

,,საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით“ სიმბოლურად ამ მოწოდების ირგვლივ დღეს თემით დაინტერესებული პირები გაერთიანდნენ. ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მონაწილე 30მდე ახალგაზრა, საგზაო უსაფრთხოების ტენდენციებს, მასთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და საერთაშორისო გამოცდილებას დეტალურად გაეცნო.

სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე შეღავათები არ დაწესდება და დასაქმებულებსაც პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა მოუწევთ

მანქანის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა დედაქალაქში დასაქმებულებსაც მოუწევთ და სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებაზე მათთვის შეღავათები არ დაწესდება. აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მერია არ აპირებს იმუშაოს დასაქმებული პირებისთვის, კონკრეტულ სივრცეებზე სააბონიმენტო სისტემა შემოიღოს. „პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ კომფორტული გახადოს პარკინგის სისტემა, არამედ ის, …

მთავრობა გეგმავს იმ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას, სადაც ყველაზე მეტი ავტოავარია ხდება

მთავრობა გეგმავს იმ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. კერძოდ, როგორც გეგმაშია აღნიშნული, „შავი წერტილების“ იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის დადგენის და მათი აღმოფხვრის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი უკვე მთავრობისთვის არის წარდგენილი. ამ ცვლილებების განხორციელება, დოკუმენტის თანახმად, …

ალაპარაკდი/SpeakUp

ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” , გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეულის ფარგლებში, იწყებს ახალ კამპანიას, რომლის ფარგლებში, მოქალაქეები მოგვიყვებიან მათ გარშემო არსებული საგზაო უსაფრთხოების პრობლემების შესახებ. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენს საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან, სკოლა/ბაღებთან არსებული „შავი წერტილების“ ამსახველი ვიდეო მალასა, სადაც მოგვიყვებით კონკრეტული ინფრასტრუქტურული პრობლემის შესახებ (ვიდეოს ხანგრძლივობა 30/60წმ). ორგანიზაცია აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის …

პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება

პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდოს. მისივე განმარტებით, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1-ელი ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება. „ამ თემაზე საკრებულოში შეხვედრა გვექნება მიმდინარე კვირას. საკრებულოს ტრანსპორტის კომისია ან თავმჯდომარე ჩაატარებს თათბირს. მაქვს სურვილი, რომ ამას დაესწრონ …