გადაადგილება გამონაბოლქვის გარეშე! ნაკლები დაბინძურება და ნაკლები გავლენა კლიმატზე მხოლოდ მცირედია იმ მრავალი სარგებლიდან, რაც გამონაბოლქვის გარეშე გადაადგილებას მოაქვს.

სწორედ ამ მიზნით, თბილისში, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ინიციატივით ველომსვლელობა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წევრებმა,

ევროკავშირისა და გაეროს თანამშრომლებმა და ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ცვლილებებს!