17-23 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მისი გზავნილი – გაუფრთხილდი სიცოცხლეს გზებზე #StreetsForLife #ქუჩებისიცოცხლისთვის, ხოლო თემა ურბანულ გზებზე სიჩქარის ლიმიტების 30კმ/სთ-მდე შემცირება გულისხმობს ბევრად მწვანე და უსაფრთხო გარემოს შექმნას. კერძოდ, დაბალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი ქმნის მწვანე, ჯანსაღ, მავნე ემისიებისგან თავისუფალ და უსაფრთხო ქალაქებს.
ქუჩებში დაბალი სიჩქარით მოძრაობა ხელს უწყობს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და იცავს ყველაზე მოწყვლად საგზაო მოძრაობის მონაწილეებს: ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს