2018 წელს საქართველოში მუხრუჭის, მაშუქების, საჭის მექანიზმის და მინის საწმენდის მექანიზმის გაუმართაობისთვის ჯამში 42 300 მძღოლი დააჯარიმეს, ხოლო ამავე პერიოდში გამონაბოლქვის გადაჭარბებისთვის მხოლოდ 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირია დაჯარიმებული. შსს-ს სტატისტიკა მოგვაწოდა ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი – უსაფრთხო გზებისთვის”.
საქართველოში ბენზინზე და გაზზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვში CO-ს ამოწმებენ, ხოლო დიზელის ძრავებს – კვამლიანობაზე. ევროპის ქვეყნებში ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს უმოწმებენ როგორც CO-ს, ასევე, HC-ს და NOx-ს, ხოლო დიზელის ძრავიან ავტომობილებს – CO, HC + NOx, PM.
ეკოლოგიისა და საგაო უსაფრთხოების ფარგლებში, ტრანსპორტის პერიოდული ტექნიური ინსპექტირება 3 ეტაპად იყოფა და ითვალისწინებს:
- 2016 წლიდან 8-ზე მეტ ადგილიანი და +3,5 ტონიანი ტრანსპორტის შემოწმება გახდა სავალდებულო – M2, M3, N2, N3 კატეგორია;
- 2018 წლიდან ტექ-დათვალიერება სავალდებულოა იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც მაღალძრავიანი ტრანპორტი ჰყავთ;
- 2019 წლიდან სავალდებულო ტექ-დათვალიერება ყველა კატეგორიის ტრანსპორტს ეხება.
“საქართველოს ალიანსი – უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარევლად 2019 წლის რამდენიმე მთავარ გამოწვევას ასახელებს, მათ შორის:
- შემთხვევათა სტატისტიკა გაუმართავი ტრანსპორტის გამო;
- ტექ-ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული ბაზის არ არსებობა;
- გამონაბოლქვის კონტროლი გზაზე;
- პერსონალის კვალიფიკაცია;
- მძღოლების არაინფორმირებულობა/დაბალი ცნობიერება;
- საბურავების და სხვა ნაწილების დაქირავების პრაქტიკა.
ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ ავტოპარკის გაჯანსაღების მიზნით საჭიროა ახალი ავტომობილების აქციზის გადასახადის შემცირება, ძველი ტრანსპორტის უტილიზაცია. მისი თმით, ავარიების თვალსაზრისით, ასევე, დიდ პრობლემებს ქმნის უხარისხო საბურავები და სამუხრუჭე ხუნდების, რისთვისაც ნაწილების ხარისხის კონტროლია გასაძლიერებელი.
ლალიაშვილი ხას უსვამს ავტომობილის აქციის ტარიფზეც. მისი ინფორმაციით, ახალი ავტომობილის აქციზი უფრო ძვირია, ვიდრე 7-8 წლის წინ გამოშვებული მანქანის. მაგალითად, 1 წლის ავტომობილზე (1,5-იანი ძრავით) აქციზის ფასია 2250 ლარია, ხოლო 6-8 წლის წინანდელი ავტომობილის 1200 ლარი.
Trackbacks
achat kamagra achat
acheter kamagra pharmacie au rabais vallee d aoste
buy cheap enclomiphene uk how to get
buy enclomiphene cheap europe
cheap androxal purchase from uk
buy cheap androxal cheap united states
Buying dutasteride online without a perscription
cheapest buy dutasteride uk buy online
flexeril cyclobenzaprine no rx cod
order flexeril cyclobenzaprine generic tablets
buy cheap gabapentin uk generic
buy gabapentin canada drugs