11 მაისს, გაეროს მეხუთე საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირულის ფარგლებში ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ავტომობილების ტექ–ინსპექტირების ორგანოების ასოციაციასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით, გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელა.
თამარაშვილის ქუჩაძე, გალფის ბენზინ–გასამართ სადგურთან, საპატრულო პოლიციის დახმარებით, გამონაბოლქვის მზომი ხელსაწყოს მეშვეობით იმ ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმა შემოწმდა, რომელთაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება