დედაქალაქში „ევროპის მობილობის კვირეული“ (EMW) გაიხსნა, რომლის მიზანი საზოგადოებაში მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. თბილისის მერიის ინფორმაციით, „ევროპის მობილობის კვირეული“ ევროკომისიის ინიციატივით, ყოველწლიურად, 16-22 სექტემბერს ტარდება. მათივე ცნობით, ღონისძიებაზე შეკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ევროპული ქალაქის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კვირეულის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ „ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ თბილისის მდგრად მობილობაზე. როგორც იცით, სატრანსპორტო რეფორმა იყო ერთ-ერთი ძირითადი რეფორმა, რაც 2017 წელს წამოვიწყეთ. ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება სახეზეა. სრულად ჩანაცვლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მომდევნო წლებში, მეტროც სრულად რეაბილიტირდება. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ შევცვალეთ მიდგომა და ნახავთ, როგორი სხვანაირი დიზაინით კეთდება ქუჩები, რადგან, როგორც კერძო ავტომობილებს, ისე საზოგადოებრივ, ეკო-მეგობრულ და არამოტორიზებულ ტრანსპორტს, გადაადგილების თანაბარი საშუალება მიეცეს. ასევე, რამდენიმე სატრანსპორტო დერეფანი გაჩნდა და აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. ბასლეინების და ველობილიკების დახაზვა. გარდა ამისა, რამდენიმე წელში თბილისს ექნება თანამედროვე ITS სისტემა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ITS არ არის მხოლოდ მართვის სისტემა, რაც ნაკადების დაგეგმარების საშუალებას უკეთ მოგვცემს. ეს პირდაპირ აისახება ჰაერის დაბინძურებაზე, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ. დედაქალაქის მერის მოადგილემ მუნიციპალიტეტის მერიის პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „მხოლოდ მუნიციპალიტეტი თავს ვერ გაართმევს იმ სატრანსპორტო რეფორმას, რაც ჩვენ დავიწყეთ. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს. არაერთი საკანონმდებლო ცვლილება გახდა საჭირო და მომავალშიც განხორციელდება იმისთვის, რომ თბილისი ევროპული მობილობის კუთხით, საუკეთესო გახდეს“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. „ევროპის მობილობის კვირეულს“, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, თბილისი უკვე მეორედ უერთდება. კვირეულის გახსნის ღონისძიების მთავარი გზავნილია – „უკეთესი კავშირები“, რაც გულისხმობს უკეთესად შეკავშირებულ ტრანსპორტს და მდგრადი მობილობის მიზნების მისაღწევად, ქალაქში ურბანული სივრცის განაწილებისა და გადაადგილებისთვის სწორი ბალანსის დაცვას. კვირეულის გახსნას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გაერო-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი, ასევე, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
Trackbacks
vivo en bradenton fl usa donde puedo comprar enclomiphene
online order enclomiphene generic good
existe-t-il un médicament générique pour kamagra
sans ordonnance kamagra generique
order androxal buy san francisco
buying androxal generic alternatives
discount flexeril cyclobenzaprine buy in london
buying flexeril cyclobenzaprine purchase tablets
ordering gabapentin purchase in the uk
how to buy gabapentin generic ingredients
online order dutasteride generic canada
buy dutasteride uk how to get
BUY fildena COD
purchase fildena buy uk no prescription
cheap itraconazole generic online mastercard
discount itraconazole no prescription mastercard
how to buy avodart generic ireland
order prescription free avodart
buy staxyn buy in london
discount staxyn purchase discount
order rifaximin buy adelaide
discount rifaximin uk meds
buying xifaxan generic medications
cheapest buy xifaxan uk cheapest
generic kamagra
koupit kamagra online dublin