2019 წლის იანვარ-მარტში, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-ში და ქუჩის მტვერში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში.
„ტყვიის წყაროების დადგენაზე მომუშავე მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ განცხადებას ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან და წყლის ხარისხის საკითხთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად და ადასტურებს გარემოში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის პრობლემის სიმწვავეს. 2019 წლის იანვარ-მარტში საინიციატივო ჯგუფის და ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის ოჯახებიდან აღებულ 268 სინჯიდან ყოველ მე-5-ში და ქუჩის მტვერში ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა. შემოწმება მოხდა იმ ოჯახებში, რომლის ერთ-ერთ წევრს მაინც დაუდგინდა სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა. ტყვიის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა სამშენებლო და სარემონტო მასალებში, სათამაშოებში, სუნელებში, კოსმეტიკაში, ბიჟუტერიასა და სხვა ნივთებში. კვლევის მთავარი მიზანი იყო ოჯახებში ტყვიის ძირითადი წყაროების გამოვლენა და პრობლემის მასშტაბურობის დადგენა. კვლევის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის, რომლის დეტალური პრეზენტაცია გაიმართება 2 აპრილს სასტუმრო “იოტაში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის, კვლევაში ჩართული იყვნენ „ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, “მწვანე ალტერნატივა“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, „ხარისხის ლაბორატორია“, აქტიური მოქალაქეები და მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ. ინიციატივის მხარდამჭერია ფონდი „ორბელიანი საქართველო“.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის თქმით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
წყარო: www.interpressnews.ge/
Trackbacks
buy cheap androxal purchase from uk
how to buy androxal generic in us
discount enclomiphene cost at costco
purchase enclomiphene cost uk
online order rifaximin generic ingredients
purchase rifaximin uk cheap purchase buy
No perscription needed staxyn
where can i get staxyn
get avodart purchase prescription
how to buy avodart buy germany
kamagra en ligne sans ordonnance fedex
kamagra vente par correspondance au royaume-uni
flexeril cyclobenzaprine ups
how to buy flexeril cyclobenzaprine canadian sales
buy dutasteride canada fast shipping
how to buy dutasteride cheap canada
cheapest buy gabapentin cheap united states
how to buy gabapentin cheap fast shipping