თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში, ქალაქში ტაქსების ორი კატეგორია იმოძრავებს – A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები. დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტაქსების რეფორმის დეტალებზე ისაუბრა.
„B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც ტაქსის მანიშნებლების დაყენების. მათ აქვთ საშუალება Taxify და Uber-ის სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ თეთრი ავტომობილები, რომელთა გადაღებვის ხარჯებს ჩვენ გავიღებთ და მათ არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი ტექდათვალიერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება უფასო საპარკინგე ადგილები, ხოლო მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ მანქანაზე განათავსონ რეკლამები. მერის თქმით, რეკლამებიდან შემოსული სრული თანხა დარჩება მძღოლს.
„ჩვენ ვთქვით, რომ ვაგაკეთებდით, დავამზადებდით სპეციალურ მანათობლებს, რომელიც ასევე უფასოდ გადაეცემა A კატეგორიის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან. როდესაც მგზავრი იქნება მანქანაში, მანათობელი წითელი ფერის იქნება, როცა მძღოლი თავისუფალია, თეთრი ფერის მანათობელი იქნება. ტენდერში გამარჯვებულია კომპანია „აითიჯი ჯორჯია“, რომელიც ყველასთვის უფასოდ დაამზადებს მანათობლებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო: www.interpressnews.ge
Trackbacks
how to buy enclomiphene cheap united states
purchase enclomiphene cheap new zealand
acheter kamagra pharmacie gratuit comprime acheter en ligne
acheter kamagra sans
how to get free androxal samples
buying androxal lowest price
buy dutasteride generic london
purchase dutasteride cheap next day delivery
flexeril cyclobenzaprine online purchase
purchase flexeril cyclobenzaprine usa seller
cheap gabapentin usa price
comprar gabapentin sin receta en usa