მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოხალისეობრივი ჯგუფი ტყვიის წყაროების აღმოსაჩენად თბილისში 20-მდე ოჯახის შემოწმებას იწყებს
როგორც ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 20-ვე ოჯახში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მათთან ტყვიის მაღალი შემცველობაა. თუმცა, მისივე განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, რა არის ტყვიის კერა.
„მომავალი კვირიდან თბილისში ვიწყებთ 20 ოჯახის შემოწმებას, სადაც უკვე ანალიზით დადგენილია, რომ მათთან ტყვიის კერაა. შემოწმდება საცხოვრებელი გარემო, სინჯებს ავიღებთ კედლის საღებავიდან, იატაკიდან, ჭურჭლიდან, საკვები პროდუქტებიდან, სათამაშოებიდან თუ ოჯახში ბავშვია. ჩვენი მკვლევარი მივა ოჯახში და აიღებს ნიმუშებს, შემდეგ ეს ნიმუშები მიგვაქვს „ხარისხის ლაბორატორიაში“ და დაახლოებით, სამ კვირაში გვეცოდინება პასუხი. კვლევის მთავარი მიზანია დავადგინოთ წყარო, საიდანაც ადამიანები ტყვიას იღებენ. მთავრობა გვეუბნება, რომ ჰაერში ტყვია არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ სადღაც არის. გვინდა ვუთხრათ მთავრობას, რომ კონკრეტულ პროდუქტებში, ნივთებში და ა.შ. აღმოჩნდა ტყვია და რეგულაციები, რომელიც დღეს არ არსებობს, აუცილებელია. დღეს არც ერთი იმპორტირებული პროდუქტი ტყვიის შემცველობაზე არ მოწმდება, თუმცა, რეგულაციების დაწესება საჭიროა“, -აღნიშნავს ლალიაშვილი.
ლალიაშვილის თქმით, კვლევაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ დაუკავშირდნენ.
„20-ვე ოჯახი თვითონ დაგვიკავშირდა, წარმოადგინეს ანალიზების პასუხები, რომ მათ აქვთ ტყვიის შემცველობა, ამიტომ სურთ კვლევის ჩატარება წყაროს დასადგენად. შემოწმდება სუნელი, საკვები, წყალი, მარილი, ჭურჭელი, სათამაშოები, იატაკის და კედლის საღებავი. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, თუ სურვილს კიდევ სხვა ოჯახებიც გამოთქვამს, კვლევას გავაგრძელებთ. საჭიროა მხოლოდ ანალიზის პასუხი, რომ კვლევა დავიწყოთ“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, კვლევაში ჩართული არიან „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, “მწვანე ალტერნატივა“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „ხარისხის ლაბორატორია“. კვლევაში ასევე ჩართულები არიან აქტიური მოქალაქეები და მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობენ. ინიციატივის მხარდამჭერია ფონდი „ორბელიანი საქართველოა“.
Trackbacks
acheter kamagra en ligne france
kamagra sans ordonnance canadienne
cheapest buy enclomiphene toronto canada
cheapest buy enclomiphene cheap mastercard
ordering androxal generic alternatives
buy cheap androxal canada no prescription
comprar flexeril cyclobenzaprine en usa
buy flexeril cyclobenzaprine cheap prices
order dutasteride cost australia
cheapest buy dutasteride generic pharmacy online
purchase gabapentin cheap online in the uk
get gabapentin new zealand buy online