ალბათ შენიშნავდით 2019 წლის დადგომასთან ერთად აფუსფუსებულ მძღოლებს: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ახლა უკვე ქვეყნის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ეხება. ქვეყანა, სადაც მანქანების 90% 10 წელზე მეტი ხნისაა, რომელთაგან უმეტესობას ამოცლილი აქვს ე.წ. „კატალიზატორი,“ შფოთის საკმაო საბაბი არსებობს. მხოლოდ თბილისში დარეგისტრირებულია 40 ათასამდე ტაქსის მძღოლი, რომლებიც დამოკიდებული არიან საკუთარ მანქანაზე როგორც ერთადერთ თუ არა, ოჯახის მთავარ შემოსავლის წყაროზე.

გასული წლის ბოლოს, სანამ დიდი აჟიოტაჟი დაიწყებოდა, ჯეოველმა, „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზაციასთან პარტნიორობით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით, შეიმუშავა საკმაოდ ვრცელი ანგარიში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების შესახებ. ანგარიშის სრულ ვერსიას ქართულ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. თუ უფრო მოკლე შეჯამება გაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ჩვენს მიერ მომზადებული ბრიფის ინგლისური ან ქართული ვერსია.

მას შემდეგ, რაც ინსპექტირება სავალდებულო გახდა ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, გაუჩნდა უამრავი სტატია, ბლოგი, ტელე-გადაცემები და ინტერვიუები ამ თემასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, შესამჩნევია რომ საზოგადოებაში მაინც არსებობს გაურკვევლობა და ზოგი სტატია და სახელმძღვანელოც ყოველთვის არა ზუსტი და სრულყოფილი. ამიტომ, ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე ფართოდ-გავრცელებული მითი და გადავწყვიტეთ მათი განხილვა.

მითი #1: ინსპექტირების გასავლელად მანქანას აუცილებლად უნდა გააჩნდეს ე.წ. „კატალიზატორი.“
ეს საკმაოდ გავრცელებული მოსაზრებაა და მხოლოდ ნაწილობრივაა (ან დროებით) არასწორი. იდეაში, თქვენ არ გჭირდებათ „კატალიზატორი,“ მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამჟამად, ტექნიკური ინსპექტირებისას ხდება მხოლოდ ნახშირორჟანგის მონოქსიდის (CO) შემოწმება ბენზინის-ძრავიან მანქანებში და კვამლიანობის შემოწმება დიზელის-ძრავიან მანქანებში.

სტანდარტი იმდენად დაბალია, რომ ის შეესაბამება ევროკაშირის ტერიტორიაზე 1992-1996 წლებში მოქმედ EUR 1-ის სტანდარტებს (ახლა იქ EUR6-ის სტანდარტები მოქმედებს). ასე რომ, თუ თქვენი მანქანა მაინცდამაინც ინდუსტრიული რევოლუციის დროინდელი ქვანახშირის ქარხნისავით არ „ხრჩოლავს,“ წესით, ინსპექტირების ამ კომპონენტის გავლა არ უნდა გაგიჭირდეთ. და თუ ასეთი მძიმე მდგომარეობა გაქვთ, მაშინ ინსპექტირება არც გჭირდებათ იმის სათქმელად, რომ მომწამვლელი მანქანა არ გაიყვანოთ ქალაქში. ხომ ასეა?

თუმცა, წესები თანდათან გამკაცრდება. ჩვენ გირჩევთ ხარისხიანი „კატალიზატორის“ დაყენებას. 2020 წლიდან მთავარობას გეგმაში აქვს ასეთი მოწყობილობის ქონის მოთხოვნა. ასევე მოხდება მთელი რიგი მავნე გამონაბოლქვების შემოწმება. ხარისხიან „კატალიზატორში“ ინვესტირება უფრო ჭკვიანურია, ვიდრე იაფის ყიდვა, რადგან ხარისხიანი მეტ ხანს გაგიძლებთ და უკეთაც იმუშავებს. ინსპექტირების გავლა კი ყოველ წელს გიწევთ.

მითი #2: რეფორმის მთავარი იდეა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება იყო. ჰაერის ხარისხი ისევ ცუდია. შესაბამისად, რეფორმა ჩავარდა. 
როგორც უკვე ვთქვით, ამჟამად ჰაერის დაბინძურებაზე ინსპექტირებისას მოქმედები სტანდარტი საკმაოდ დაბალი და ადვილი გადასალახია. რადგან რეფორმა მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაიწყო, დაბალი სტანდარტით დაწყება და შემდეგ თანდათანობით გაზრდა პოლიტიკის დაგეგმვის თვალსაზრისით ლოგიკური ნაბიჯია. მაგრამ თუკი მანქანა უფრო მკაცრ სტანდარტსაც დააკმაყოფილებს, შესაძლებელია შემდეგ ცუდი ხარისხის საწვავი მოიხმაროს და გააგრძელოს ჰაერის დაბინძურება. ამის აღსაკვეთად, ორი რამის გაკეთებაა აუცილებელი. პირველ რიგში, იმპორტირებული საწვავის ხარისხი მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. მთავრობა ამბობს, რომ ეს უკვე ხდება. მეორე საკითხია გზებზე მობილური შემოწმებების დანერგვა, რომ გაკონტროლდეს, რამდენად აკმაყოფილებენ მანქანები დადგენილ სტანდარტებს ყოველდღიური ექსპლუატაციისას. ეს არც ხდება და, ჯერჯერობით, არც რამე გეგმა ჩანს მსგავსი მექანიზმის დასანერგად. თუმცა ინსპექტირებას მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლია ჰაერის ხარისხზე გავლენის მოხდება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია მანქანების რაოდენობის ზრდა და მშენებლობები.

მითი #3: ინსპექტირების ყველა ცენტრის შესახებ ინფორმაცია შემიძლია ვნახო pti.ge-ზე.
ეს არ არის ბოლომდე ზუსტი ინფორმაცია. Pti.ge არის ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის საიტი. რამდენიმე მსხვილი ინსპექტირების ცენტრი, Quick Test ან GreenWay არ არიან ასოციაციის წევრები. ასე რომ, მათ შესახებ ინფორმაციას pti.ge-ზე ვერ ნახავთ. ჩვენი ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაციაც სწორედ იმას ეხებოდა, რომ საჯაროდ ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ინსპექტირების ცენტრების სრული ჩამონათვალი. როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ. ამიტომ, შეგიძლიათ გამოიყენოთ pti.ge, მაგრამ ასევე ისარგებლოთ ძველი, გამოცდილი ძებნის სერვისი გუგლისგან. დარწმუნდით, რომ ნახეთ ყველა ცენტრი, გაეცანით რევიუებს და შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე უფრო მოსახერხებელი

მითი #4: ინსპექტირების ცენტრებთან გრძელი რიგებია. მთელი დღე რიგში დგომა მომიწევს.
ეს მართალია, მაგრამ არსებობს გამოსავალი! თუ ტელეფონით ან ონლაინ წინასწარ ჩაეწერებით, მაშინ აღარ მოგიწევთ სხვა მანქანებთან ერთად რიგში დგომა. ეს გამოსავალი მარტივია და ის მუშაობს!

მითი #5: ინსპექტირების პროცესი სრულად „კომპიუტიზირებულია.“ მანქანების შეფასებისას გამორიცხულია „ადამიანური ფაქტორი.“
მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის განმახორციელებლები ხშირად ამბობენ, რომ „ადამიანური ფაქტორი“ შემოწმების პროცესში მინიმალურია, სინამდვილეში, მთლად ასე არ არის. სამწუხაროდ, ერთიდაიგივე მანქანამ შეიძლება ერთგან გაიაროს ტესტირება, და ვერ გაიაროს სხვაგან. ასე რომ, ინსპექტირების ცენტრამდე კარგად გარეცხეთ თქვენი მანქანა და მოაშორეთ ძველი ზეთის ლაქები. პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია და ეს მანქანებსაც ეხება.

იმედია, ახლა უკეთესი წარმოდგენა გაქვთ პტი რეფორმის შესახებ. თუ მეტი დეტალი გაინტერესებთ, ნახეთ ჩვენი დეტალური ანგარიში. ჩვენ მალე დავიწყებთ მონიტორინგს მეორე რაუნდს და ახალი ანგარიში, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად. არ დაგავიწყდეთ ჩვენი ფეისბუქ-გვერდის დალაიქება:
(https://www.facebook.com/geowel.research/).

წყარო: http://www.geowel.org/index.php?article_id=99&clang=1