„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლები და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი N64 საჯარო სკოლა–ის მე-5 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ პროექტის – „შეანელე, გზა დაუთმე“-ს ფარგლებში.

შეხვედრა ძალიან საინტერესო, მხირული,ინტერაქტიული და ინფორმაციული იყო და იგი საგზაო უსაფრთხოების თემატიკას მოიცავდა.

თემამ და თემატურმა ვიდეოებმა ბავშვების ინტერესი გამოიწვია, რის გამოც პრეზენტაციას საინტერესო დისკუსიაც მოყვა. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა სკოლის მოსწავლეებს მაისურები და შუქამრეკლები გადასცეს.

პროექტი “შეანელე, გზა დაუთმე” ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. იხილეთ სემინარის დროს ნაჩვენები ვიდეოები :

1. მებო ნუცუბიძის რჩევები პატარა ქვეითებს

2.”საგზაო უსაფრთხოება იწყება ჩვენით”– პროექტი “შეანელე, გზა დაუთმე”