ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” , გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეულის ფარგლებში, იწყებს ახალ კამპანიას, რომლის ფარგლებში, მოქალაქეები მოგვიყვებიან მათ გარშემო არსებული საგზაო უსაფრთხოების პრობლემების შესახებ.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენს საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან, სკოლა/ბაღებთან არსებული „შავი წერტილების“ ამსახველი ვიდეო მალასა, სადაც მოგვიყვებით კონკრეტული ინფრასტრუქტურული პრობლემის შესახებ (ვიდეოს ხანგრძლივობა 30/60წმ).
ორგანიზაცია აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებს და ადვოკატირებას/მონიტორინგს გაუწევს პრობლემის მოგვარებას.