პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდოს.
მისივე განმარტებით, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1-ელი ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება.
„ამ თემაზე საკრებულოში შეხვედრა გვექნება მიმდინარე კვირას. საკრებულოს ტრანსპორტის კომისია ან თავმჯდომარე ჩაატარებს თათბირს. მაქვს სურვილი, რომ ამას დაესწრონ სპეციალისტები და ერთად შევჯერდეთ, რა საფეხურებით წავიდეთ ზონალური პარკირების საფასურთან დაკავშირებით. ჩემი იდეაა, რომ მინიმალური საფასური დავიწყოთ 50 თეთრიდან, მაგრამ არ არსებობს უნიკალური ტარიფი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. ერთი ტარიფი მთელ თბილისშიც ვერ იმუშავებს, ყველა ქუჩას თავისი სპეციფიკა აქვს, ყველგან სხვადასხვა მოთხოვნაა, ამიტომ უნდა დავადგინოთ მინიმალური ტარიფი და მოხდეს პროცესში დაკვირვება. თუ ამან შედეგი არ მოგვცა, საფასური უნდა გავზარდოთ. აღებული გვაქვს ერთი არეალი – ლესელიძე, თავისი მიმდებარე ქუჩებით. თუ 50-მა თეთრმა მოგვცა შედეგი, მაშინ დავტოვებთ, მაგრამ ამ სისტემის მიზანი არ არის ფულის მოკრება, ამის მიზანია მანქანების მოხმარება შევამციროთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ამასთან, თბილისის ვიცე მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანია „მძღოლმა მანქანა სახლთან დატოვოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდეს“.
„ვერ ვიქნები მართალი მოსახლეობასთან, რომ ამ ინსტრუმენტით ვაიძულო მოიხმარონ ის ტრანსპორტი, რომელიც დღეს ქალაქში დადის. საათობრივი საფასურის სისტემა უნდა შემოვიდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლების პარალელურად. აქაც მინიმალური საფასური 50 თეთრი უნდა იყოს და დავაკვირდეთ შედეგს. შედეგად ითვლება საპარკინგე სივრცეზე 15 პროცენტი მუდმივად თავისუფალი ადგილი. მოთხოვნა საპარკინზე ადგილზე უნდა დავაბალანსოთ ისე, რომ შევსებული და თავისუფალი სივრცე 85/15 პროცენტზე უნდა იყოს“, – განაცხადა ხმალაძემ.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიაში აცხადებდნენ, რომ პარკირებაზე საათობრივი გადასახადი შესაძლოა, 20 თეთრიდან დაწყებულიყო, თუმცა საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საფასური ვერ უზრუნველყოფდა ქალაქში გადატვირთულობის პრობლემის დარეგულირებას.
Trackbacks
kamagra pharmacie du canada
prix le moins cher kamagra
order enclomiphene cheap fast shipping
US pharmacies for enclomiphene without rx
ordering androxal buy adelaide
buy cheap androxal generic name
online order flexeril cyclobenzaprine buy online uk
discount flexeril cyclobenzaprine generic europe
get dutasteride australia buy online
buy cheap dutasteride generic pharmacy canada
ordering gabapentin buy in australia
cheap gabapentin purchase usa
cheapest buy itraconazole canada no prescription
cheap itraconazole canada drugs
discount fildena cheap uk
cheap fildena generic health