ასე აღიქმება, მაგრამ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების საკითხი მხოლოდ შსს-ს ფუნქცია არ არის, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი დაგეგმვაა. ჩვენ გვაქვს მიმდინარე წლის საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მაგრამ ამ გეგმის ფარგლებში თავმოყრილია ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც ცალ-ცალკე აქვს ყველა უწყებას, იქნება ეს შსს, ეკონომიკის სამინისტრო, მერია, თუ სხვა. ამაში არ შედის რეგიონები, სადაც საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მართლაც სავალალო ვითარებაა. აქ, თბილისში, ქალაქის მერი მაინც გვყავს აქტიური და მუდმივად გვესმის, რომ ინფრასტრუქტურულად რაღაცები კეთდება, რეგიონებში კი, მსგავსი არაფერი ისმის ზებრის დახაზვის, შშმ პირებისთვის გადასასვლელების მოწყობის, მონიშვნების და ა.შ. თვალსაზრისით“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანია მენეჯმენტი.
„ის ხელმძღვანელი უწყება უნდა იყოს ძლიერი, რომელიც ამ საკითხებს კოორდინაციას გაუწევს და მონიტორინგს გააკეთებს, თუ რა შედეგებს ვიღებთ არა მარტო წლის განმავლობაში, არამედ კვარტალურად. ამ ანალიზის შემდეგ საშუალება გვექნება ვიცოდეთ, რატომ მოიმატა საგზაო შემთხვევებმა, თუ მოიმატა და რა იყო მიზეზები. უწყებები მუდმივ კოორდინაციაში უნდა იყვნენ ერთმანეთთან, რომ არაფერი გაგვეპაროს, რადგან ეს ისეთი სფეროა, რომლის მიშვება მაშინვე გვაძლევს უარყოფით შედეგს“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, 2016 წელს ქულების სისტემისა და ჭკვიანი კამერების შემოღება საგზაო უსაფრთხოების ისტორიაში უდიდესი წარმატება, გარდატეხა იყო და 2017 წელს დაფიქსირდა ყველაზე კარგი სტატისტიკა, რაც შეიძლებოდა, ბოლო წლების განმავლობაში, 2011 წლის შემდეგ მიგვეღო, რადგან ხალხში მოლოდინი შეიქმნა, რომ ეს ძალიან ეფექტიანი იქნებოდა. მაგრამ ჭკვიანი კამერების დამონტაჟების პროცესი ცოტა ხნით გადაიდო და ქულების სისტემა იმდენად ეფექტიანი ვერ აღმოჩნდა, რადგან ამას პატრულის რესურსი ობიექტურად, ვეღარ ჰყოფნის.
„როდესაც ჩვენი მოქალაქე ხედავს, რომ კამერა დგას, მაგრამ არ მუშაობს, ან პატრული დგას და ამ ყველაფრის ადმინისტრირებას ვერ ახერხებს, ბუნებრივად ჩნდება დაუსჯელობის სინდრომის განცდა. როდესაც ქუჩაში ერთდროულად ხუთი დარღვევა ხდება, შეიძლება, პატრულმა ეს ხუთივე დარღვევა ერთდროულად ვერ აღასრულოს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ ჩავრთოთ თანამედროვე ტექნოლოგიები იქ, სადაც ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის და როგორ მოვახერხოთ, რომ კამერების მეშვეობით აღსრულება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გახდნენ მოქალაქეები კანონმორჩილები, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის ცნობადობის კამპანიების წარმოებაა საჭირო, რაც ცნობადობას აამაღლებს.
Trackbacks
canada cheap enclomiphene
buy enclomiphene online new zealand
acheter kamagra pharmacie au rabais comtat venaissin
où puis-je acheter kamagra sans ordonnance
is androxal over the counter in Germany
where can you get androxal without a prescription
cheapest buy flexeril cyclobenzaprine uk generic
buy flexeril cyclobenzaprine generic when available
how to order dutasteride no prescription overnight delivery
cheap dutasteride canada mail order
buy gabapentin uk cheapest
how to buy gabapentin buy japan
online order fildena generic from canada
order fildena generic equivalent buy
how to buy itraconazole generic dosage
order itraconazole buy adelaide
cheapest buy staxyn uk sales
how to buy staxyn buy germany
discount avodart american express canada
buy avodart generic available
rifaximin ed drug
canadian pharmacies without prescriptions rifaximin
buy cheap xifaxan generic low price
how to buy xifaxan australia suppliers
objednat levné kamagra
koupit kamagra online z kanady