22 სექტემბერს საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობას გამართა, რომელიც გაიმართა ევროპის მობილობის კვირეულისა და „სუფთა ჰაერისთვის’’ კამპანიის ფარგლებში.
“მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თბილისი მე-4 წელია უერთდება მსოფლიო კამპანიას, რაც მიზნად ისახავს გარემოზე ზრუნვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას და მოქალაქეებში ეკო-ქცევის წახალისებას.
დღის მთავარი მოწოდება იყო – მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა.
ველოგარბენის მარშრუტი იყო: უნივერსიტეტის ქ. #2, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსის (ე.წ. მაღლივი) მიმდებარე ტერიტორიიდან, ქავთარაძის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების გავლით, მრბოლელთა ნაკადი შარტავას ქუჩაზე თბილისის მერიის წინ სკვერში დაასრულებს გარბენს. მარშრუტის დისტანცია დაახლოებით 6 კმ-ია.
გარბენის დასრულების შემდეგ დაჯილდოვდნენ საგზაო უსაფრთხოების ჩემპიონები სუფთა ჰაერისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში გამოირჩევიან ამ თემის მხარდაჭერით და ეფექტური ადვოკატირებით.
ღონისძიების თანამასპინძელი და საპატიო სტუმარი იყო გაეროს ელჩი საქართველოში ქალბატონი საბინა მახლი.
ველოგარბენში მონაწილეობდნენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების, მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები; ასევე სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.
#MobilityWeek #WalkWithUs #WorldCarFreeDay #ForCleanAir #სუფთაჰაერისთვის
Trackbacks
kamagra sans ordonnance
commander kamagra sans ordonnance
order generic enclomiphene
cheap enclomiphene buy in the uk
buying androxal without a rx
cash on delivery online prescriptions androxal
price of flexeril cyclobenzaprine 100 mg number 30
get flexeril cyclobenzaprine buy dublin
order dutasteride uk suppliers
get dutasteride price canada
gabapentin australia legal import
buying gabapentin cheap in uk
get fildena purchase singapore
pfizer fildena canada
acheter itraconazole
buy itraconazole australia over the counter
comprar avodart en arg
buying avodart generic pricing
order rifaximin cheap fast shipping
cheap rifaximin cost effectiveness
how to buy xifaxan generic canada
buy cheap xifaxan generic cheapest
koupit kamagra konzultace zdarma
jak získat předpis kamagra