ჩვენს შესახებ

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის

    საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2010 წელს და მიზნად ისახავს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასდა საგზაო შემთხვევების შედეგად ტრავმებისა და დაშავებულობის  შემცირებას საქართველოში.
    ალიანსი მონიტორინგს უწევს საგზაო უსაფრთხოების ტენდენციებს და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით ახდენს სხვადასხვა რეგულაციებისა და საგზაო თემატიკის საკითხების ადვოკატირებას. ალიანსმა შემოიკრიბა  საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კერძო დაინტერესებული მხარეები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ასევე მედია ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ ალიანსს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხების ადვოკატირების პროცესში.
    2016-17 წლებში ალიანსმა განახორციელა პროექტი „ეფექტიანი გადაწყვეტილებები გაცილებით უსაფრთხო გზებისთვის საქართველოში“ რომელიც დაფინანსდა ACCESS / USAID- ის მიერ. პროექტის მიზანი იყო საჯარო პოლიტიკის რეფორმის ახალი ტალღის ადვოკატირება და რეფორმის ხელშეწყობა ეფექტური საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებებით, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესებას. პროექტის ძირითად თემებს წარმოადგენდა სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამობა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება.
    პროექტის მთავარი შედეგები აისახა ეფექტიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში რომელიც მიღწეულ იქნა პროექტის ფარგლებში შემდეგი საკითხების ადვოკატირებით:

  • ქულათა სისტემის შემოღება მართვის მოწმობებზე
  • ეფექტური აღსრულება
  • ჯარიმების გამკაცრება სიჩქარის გადაჭარბებასა და ზებრაგადაკვეთის წესების დარღვევისთვის