ალიანსი მონიტორინგს უწევს საგზაო უსაფრთხოების ტენდენციებს და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით ახდენს სხვადასხვა რეგულაციებისა და საგზაო თემატიკის საკითხების ადვოკატირებას. ალიანსმა შემოიკრიბა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები, კერძო დაინტერესებული მხარეები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ასევე მედია ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ ალიანსს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხების ადვოკატირების პროცესში.
ორგანიზაციას მართავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზეა ორიენტირირებული.
2018 წლიდან ალიანსი საგზაო უსაფრთხოების გლობალური ალიანსის წევრია.