საქართველოში 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, „აქტიური“ სტატუსით 1 381 795 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

წინა წელს, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში აქტიური სტატუსით 1 375 794 იყო რეგისტრირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/-2,5%-ია.