Safe Roads

„კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი“

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, 2022 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში 430 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით, 5 500 კი დაშავდა. როგორც ლალიაშვილი ახადებს, გასულ წელს საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, თუმცა პრობლემა რჩება და „კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი“. მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარ გამომწვევ მიზეზად კვლავ სიჩქარის გადაჭარბება რჩება. „2022 წელს წინა წელთან შედარებით …

9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა – 5704 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, ხოლო დაშავდა 5 746 ადამიანი. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ …

კონტროლს მიღმა დარჩენილი რუსულნომრიანი მანქანები

„ჭკვიანი კამერები“, რომლებიც საგზაო დარღვევებს აღნუსხავენ, უცხოურნომრიანი მანქანებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ეს ძველი პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის მოქალაქეები მასობრივად დაიძვრნენ საქართველოსკენ და ლარსზე მანქანების რიგი რამდენიმე ათეულ კილომეტრზე გაიწელა. რატომ არ არის „ჭკვიანი კამერები“ საკმარისად ჭკვიანი რუსულენოვანი მანქანებისთვის? საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ იმ მანქანის მფლობელი/მძღოლი, რომელსაც ქართული ნომრები არა აქვს …

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ გვირაბის გაფართოების პერსპექტივა მოკლევადიანად ვერ წარმომიდგენია, ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ გვირაბის გაფართოების პერსპექტივა მოკლევადიანად ვერ წარმომიდგენია, ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს მოკლევადიან პერსპექტივაში ფიზიკურად ვერ მოხერხდება, რადგან ამას კვლევა, შესწავლა და განხორციელება სჭირდება. „სპეციალისტებმა გვირაბის გაფართოებაზე, როგორც ერთ-ერთ ვერსიაზე, შეიძლება ისაუბრონ და რა თქმა უნდა, ნამდვილად კარგი აზრია, რომ …

დედაქალაქში „ევროპის მობილობის კვირეული“ გაიხსნა, რომლის მიზანი საზოგადოებაში მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა

დედაქალაქში „ევროპის მობილობის კვირეული“ (EMW) გაიხსნა, რომლის მიზანი საზოგადოებაში მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. თბილისის მერიის ინფორმაციით, „ევროპის მობილობის კვირეული“ ევროკომისიის ინიციატივით, ყოველწლიურად, 16-22 სექტემბერს ტარდება. მათივე ცნობით, ღონისძიებაზე შეკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ევროპული ქალაქის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კვირეულის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო …

გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული – კონფერენცია

18 მაისს 12:00 საათზე, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და გაეროს მუდმივი  წარმომადგენლობა საქართველოში, „თეგეტა ჰოლდინგისა“ „ვოლვო ქარ კავკასიის“ მხარდაჭერით გაეროს მაღალი დონის შეხვედრამდე, (რომელიც 30 ივნისს-1 ივლისს, ნიუ იორკში გაიმართება) საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში კონფერენციას გამართავს. კვირეულის სლოგანია #CommittoACT ერთად შევქმნათ #ქუჩებისიცოცხლისთვის #love30 კონფერენციაზე ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ …

გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული – ვიზიტი წმ.გიორგის საერთაშორისო სკოლაში

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლები წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულისფარგლებში. შეხვედრა ძალიან საინტერესო, მხირული,ინტერაქტიული და ინფორმაციული იყო და იგი საგზაო უსაფრთხოების თემატიკას მოიცავდა. 16-22 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-7 გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მისი გზავნილი – გაუფრთხილდი სიცოცხლეს გზებზე #შეანელე #StreetsForLife #ქუჩებისიცოცხლისთვის, ხოლო თემა ურბანულ გზებზე სიჩქარის ლიმიტების …

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე 2021

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით და მიმდინარე წელს ამ დღის მთავარი გზავნილია #GenerationRestoration #თაობააღდგენისთვის. 5 ივნისს, 14:00 საათზე, მზიურის პარკში, (კაფე მზიური) ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ჰაერის ხარისხი და ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების …

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმა ძალიან შესუსტებულია, რის გამოც მნიშვნელოვანია კონტროლი კვლავ ამოქმედდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკა ლალიაშვილმა განუცხადა, ტექინსპექტირების კონტროლი რომ კვლავ გასააქტიურებელია, ამას სტატისტიკაც მიუთითებს. უფრო კონკრეტულად – 2019 წელს ჯამში დაწერილია 230 749 ჯარიმა, 2020 წელს კი, ჯამში დაწერილია 152 568 ჯარიმა. „ტექინსპექტირების საკითხი 2019 წლიდან დაიწყო, …

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეული

17-23 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მისი გზავნილი – გაუფრთხილდი სიცოცხლეს გზებზე #StreetsForLife #ქუჩებისიცოცხლისთვის, ხოლო თემა ურბანულ გზებზე სიჩქარის ლიმიტების 30კმ/სთ-მდე შემცირება გულისხმობს ბევრად მწვანე და უსაფრთხო გარემოს შექმნას. კერძოდ, დაბალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი ქმნის მწვანე, ჯანსაღ, მავნე ემისიებისგან თავისუფალ და უსაფრთხო ქალაქებს. ქუჩებში დაბალი სიჩქარით მოძრაობა ხელს უწყობს …

გადაადგილება გამონაბოლქვის გარეშე

გადაადგილება გამონაბოლქვის გარეშე! ნაკლები დაბინძურება და ნაკლები გავლენა კლიმატზე მხოლოდ მცირედია იმ მრავალი სარგებლიდან, რაც გამონაბოლქვის გარეშე გადაადგილებას მოაქვს. სწორედ ამ მიზნით, თბილისში, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის ინიციატივით ველომსვლელობა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წევრებმა, ევროკავშირისა და გაეროს თანამშრომლებმა და ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ცვლილებებს!

საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები

საქართველოში 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, „აქტიური“ სტატუსით 1 381 795 სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. წინა წელს, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში აქტიური სტატუსით 1 375 794 იყო რეგისტრირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/-2,5%-ია.