გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით და მიმდინარე წელს ამ დღის მთავარი გზავნილია #GenerationRestoration #თაობააღდგენისთვის.
5 ივნისს, 14:00 საათზე, მზიურის პარკში, (კაფე მზიური) ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ჰაერის ხარისხი და ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობა საქართველოში
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჰაერის დაბინძურების თემატიკაზე გადაღებული სოციალური ფოტონამუშევრების გამოფენა, რომელიც აჩვენებს დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და საცხოვრებელ გარემოზე
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი