Category Archives: სიახლეები

5 მითი „ტექ-ინსპექტირების“ შესახებ

ალბათ შენიშნავდით 2019 წლის დადგომასთან ერთად აფუსფუსებულ მძღოლებს: პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ახლა უკვე ქვეყნის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ეხება. ქვეყანა, სადაც მანქანების 90% 10 წელზე მეტი ხნისაა, რომელთაგან უმეტესობას ამოცლილი აქვს ე.წ. „კატალიზატორი,“ შფოთის საკმაო საბაბი არსებობს. მხოლოდ თბილისში დარეგისტრირებულია 40 ათასამდე ტაქსის მძღოლი, რომლებიც დამოკიდებული არიან საკუთარ მანქანაზე როგორც ერთადერთ თუ არა, ოჯახის მთავარ შემოსავლის …

ეკა ლალიაშვილი – საგზაო უსაფრთხოების კუთხით, უნდა ვისაუბროთ, როგორ ჩავრთოთ თანამედროვე ტექნოლოგიები იქ, სადაც ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის

ასე აღიქმება, მაგრამ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების საკითხი მხოლოდ შსს-ს ფუნქცია არ არის, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. „ამ შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი დაგეგმვაა. ჩვენ გვაქვს მიმდინარე წლის საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მაგრამ ამ გეგმის ფარგლებში თავმოყრილია ის ღონისძიებები …

,,საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით”

,,საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით“ სიმბოლურად ამ მოწოდების ირგვლივ დღეს თემით დაინტერესებული პირები გაერთიანდნენ. ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მონაწილე 30მდე ახალგაზრა, საგზაო უსაფრთხოების ტენდენციებს, მასთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და საერთაშორისო გამოცდილებას დეტალურად გაეცნო.

სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე შეღავათები არ დაწესდება და დასაქმებულებსაც პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა მოუწევთ

მანქანის პარკირების საფასურის საათობრივად გადახდა დედაქალაქში დასაქმებულებსაც მოუწევთ და სამუშაო ოფისებთან ავტომანქანის გაჩერებაზე მათთვის შეღავათები არ დაწესდება. აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მერია არ აპირებს იმუშაოს დასაქმებული პირებისთვის, კონკრეტულ სივრცეებზე სააბონიმენტო სისტემა შემოიღოს. „პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ კომფორტული გახადოს პარკინგის სისტემა, არამედ ის, …

მთავრობა გეგმავს იმ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას, სადაც ყველაზე მეტი ავტოავარია ხდება

მთავრობა გეგმავს იმ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. კერძოდ, როგორც გეგმაშია აღნიშნული, „შავი წერტილების“ იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის დადგენის და მათი აღმოფხვრის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი უკვე მთავრობისთვის არის წარდგენილი. ამ ცვლილებების განხორციელება, დოკუმენტის თანახმად, …

ალაპარაკდი/SpeakUp

ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” , გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეულის ფარგლებში, იწყებს ახალ კამპანიას, რომლის ფარგლებში, მოქალაქეები მოგვიყვებიან მათ გარშემო არსებული საგზაო უსაფრთხოების პრობლემების შესახებ. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენს საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან, სკოლა/ბაღებთან არსებული „შავი წერტილების“ ამსახველი ვიდეო მალასა, სადაც მოგვიყვებით კონკრეტული ინფრასტრუქტურული პრობლემის შესახებ (ვიდეოს ხანგრძლივობა 30/60წმ). ორგანიზაცია აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის …

პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება

პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდოს. მისივე განმარტებით, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1-ელი ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება. „ამ თემაზე საკრებულოში შეხვედრა გვექნება მიმდინარე კვირას. საკრებულოს ტრანსპორტის კომისია ან თავმჯდომარე ჩაატარებს თათბირს. მაქვს სურვილი, რომ ამას დაესწრონ …

გამონაბოლქვის გადაჭარბებისთვის 2018 წელს 6 ფიზიკური და 12 იურიდიული პირი დააჯარიმეს

2018 წელს საქართველოში მუხრუჭის, მაშუქების, საჭის მექანიზმის და მინის საწმენდის მექანიზმის გაუმართაობისთვის ჯამში 42 300 მძღოლი დააჯარიმეს, ხოლო ამავე პერიოდში გამონაბოლქვის გადაჭარბებისთვის მხოლოდ 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირია დაჯარიმებული. შსს-ს სტატისტიკა მოგვაწოდა ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი – უსაფრთხო გზებისთვის”. მუხრუჭის, მაშუქების, საჭის თუ მინის საწმენდის მექანიზმის გაუმართაობა ფიზიკური პირისთვის 15 ლარიანი ჯარიმას და 5 ქულის …

რას გულისხმობს ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მძღოლისთვის გარკვეული კომფორტი იქნება, მას არ მოუწევს დაზარალებულთან ან დამზარალებელ პირთან კონფლიქტში შესვლა ლალიაშვილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ ინიციატივას დადებითად აფასებს. „საუბარია სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, რაც ნიშნავს ტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევას და გულისხმობს იმ მექანიზმის შემოღებას, რომელიც იქნება გავრცელებული ყველა საპტრანსპორტო საშუალებაზე .დღეს მოგეხსენებათ , …

მეტი ყურადღება საგზაო წესების დაცვასა და მათ პოპულარიზაციას ტელეგადაცემებში

არასამთავრობო ორგანიზაციები – ვიმედოვნებთ, რომ ტელე-გადაცემებშიც მეტი ყურადღება დაეთმობა საგზაო წესების დაცვასა და მათ პოპულარიზაციას საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან საპატრულო პოლიციის სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას სატელევიზიო ეთერში გასული გადაცემის დროს დაფიქსირებული საგზაო დარღვევის გამო. ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ამავდროულად, მოვუწოდებთ მგზავრებს, გაიაზრონ თავიანთი, როგორც საგზაო მოძრაობის მონაწილის როლი …

მოხალისე ჯგუფები თბილისში ტყვიის კერებს საცხოვრებელ სახლებში შეამოწმებენ

მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოხალისეობრივი ჯგუფი ტყვიის წყაროების აღმოსაჩენად თბილისში 20-მდე ოჯახის შემოწმებას იწყებს როგორც ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 20-ვე ოჯახში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მათთან ტყვიის მაღალი შემცველობაა. თუმცა, მისივე განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, რა არის ტყვიის კერა. „მომავალი კვირიდან თბილისში ვიწყებთ 20 ოჯახის შემოწმებას, სადაც უკვე ანალიზით დადგენილია, …

ავტოსაგზაო შემთხვევები და ხშირი ფატალური შედეგი

2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა 2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციაში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით განუცხადეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საგზაო შემთხვევები 2017 წელთან შედარებით 6 პროცენტითაა …