16 დეკემბერს, ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სემინარით და ვიდეოებით თბილისის თანამედროვე განათლების სკოლას ეწვია.

ღონისძიებას მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. დარბაზი მოეწყო ქუჩის მსგავსად, სადაც განთავსებული იყო საგზაო ნიშნები, მათ შორის, შუქნიშანი და ზებრა გადასასვლელი.

ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით, პროექტის – ,,შეანელე, გზა დაუთმე”-ს ფარგლებში ხორციელდება. მას ქალაქ თბილისის მერიის, საპატრულო პოლიციისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, ასევე სკოლის ადმინისტრაცია და პროექტის სპეციალრი სტუმარი – ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

ღონისძიების დასასრულს გაიჭრა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ტორტი, რომელიც სიმბოლურად მორთული იყო საგზაო ნიშნებით.