Category Archives: პროექტები

გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის გახსნა

2019 წლის 6 მაისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორობით გაიმართა გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება პრესკონფერენციას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, …

,,საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით”

,,საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით“ სიმბოლურად ამ მოწოდების ირგვლივ დღეს თემით დაინტერესებული პირები გაერთიანდნენ. ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მონაწილე 30მდე ახალგაზრა, საგზაო უსაფრთხოების ტენდენციებს, მასთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და საერთაშორისო გამოცდილებას დეტალურად გაეცნო.

შეხვედრა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ფარგლებში, სპეციალური შეხვედრა გაიმართა. “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა საქართველოში – შედეგები და განვითარების პერსპექტივები“ – ასეთი იყო ღონისძიების თემა, რომლის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის შედეგების გაანალიზება და საგზაო უსაფრთხოების არსებული ვითარების შეფასება. შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) და საქართველოს ალიანსი უსაფრთხო …

“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” – ველორბოლა პეკინის ქუჩაზე

აქციას – “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” თბილისი წელს მეორედ შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ველორბოლა გამართა, რომელმაც სტარტი პეკინის ქუჩაზე აიღო. ​აქციას შეუერთდნენ, როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. როგორც „სითი კვირას“ ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განუცხადა, “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” …

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი და საგზაო უსაფრთხოება

რაგბის ეროვნული ნაკრების ინიციატივით, ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და ფონდმა “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივართათვის საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო კამპანია გამართა. ღონისძიება 31 მაისს 12:30 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონზე გაიმართა. სტადიონის ფან-ზონაში საგზაო უსაფრთხოების მოედანი გაიშალა, სადაც ახალგაზრდა მორაგბე მოხალისეებმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს იმ ახალი რეგულაციების შესახებ, რომლებიც 1-ელი ივლისიდან …

ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენცია

25 ნოემბერს,  “ლოლიტა”-ში გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში და ორგანიზაციამ – “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენცია გახსნა. ღონისძიების მიზანი იყო საგზაო კანონპროექტის და მასში შემავალი საკითხების (ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირება. ა.შ) შესახებ ჩატარებული კვლევის/საზოგადოების დამოკიდებულების გაცნობა ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთათვის. “ალიანსისა” და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით …

ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების ორცხობილებით

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”და “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება” მძღოლებისა და ქვეითებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი აქცია  გამართეს. ერთი საათის განმავლობაში თბილისში, პეკინისა და პავლოვის ქუჩების კვეთაზე მოხალისეები საგზაო მოძრაობის მონაწილეებს ორცხობილებს წარწერებით ”გზა დაუთმე ქვეითს”, “შეანელე”, “გზა დაუთმე სასწრაფოს” და სტიკერებს ურიგებდნენ აქცია ხორციელდება ტრასეკა II საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების …